воскресенье, 29 марта 2015 г.

დღე 8 (29 მარტი, 2015 წელი)

ვისწავლეთ დრაივზე კითხვარის შექმნა და მისი განთავსება ბლოგზე. გადავხედეთ ჩვენს ნამუშევრებს. ფალსიპიკაციის ნიმუშებს გავეცანით. გავიმეორეტ ყველაფერი.

суббота, 21 марта 2015 г.

დღე 5 (21 მარტი, 2015 წელი)

დღეს ვისწავლეთ დრაივზე დოკუმენტების გაზიარება და კომენტარების გაკეთება.  გავეცანით საავტორო უფლებებს.   რათა დაიცვან როგორც სხვისი საავტორო უფლებები, ისე თავისი. აუცილებლად გადაამოწმონ მოძიებული ინფორმაციის სანდოობა და მიუთითონ წყარო, საიდან მიიღო ეს ინფორმაცია. შექმნან სლაიდ შოუ.


воскресенье, 15 марта 2015 г.

დღე 4, 15 მარტი, 2015 წელი

გავეცანით შეფასების 5 მიზანს. მოდული 2. აქტივობა 3 და ჩვენი პროექტის 5 მიზნისთვის შევარჩიე  შეფასების  რუბრიკები. მოსწავლეთა საჭიროებებისათვის შევქმენით "ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე" დიაგრამა. შეავსეს პირველი ორი სვეტი და გავიგე როგორ მუშაობენ. საჭიროებისამებრ ვუთითებ დამატებით ლიტერატურასა და ვებ-გვერდის მისამართებს ინფორმაციის გასამდიდრებლად. ასევე ვისწავლეთ დრაივზე საქაღალდის გადატანა და პროცედურების შევსება. ვისწავლეთ მოსწავლეთა მუშაობის შეფასება რუბრიკების მიხედვით.

суббота, 14 марта 2015 г.

დღე 3 (14 მარტი, 2015 წელი)

გადავხედე სტანდარტებს და ვნახე არის თუ არა მაღალი სააზროვნო, რაშიც დამეხმარა ბლუმის ტაქსონომიის განახლებული ზმნები.
გავეცანი პროექტის შესახებ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.
ესგ-ის სტანდარტის მიხედვით დავწერე პროექტის სასწავლო მიზნები ყველა ინდიკატორის შესაბამისად. 

воскресенье, 8 марта 2015 г.

დღე 2 (8 მარტი, 2015 წელი)

გავეცანით ერთმანეთის პროექტის გეგმებს, ვიმსჯელეთ პროექტის სათაურსა და შინაარსის სწორედ არჩევაში.
გავეცანით და ვისწავლეთ ბუკლეტების შექმნას.
ეროვნული სასწავლო გეგმიდან უნდა ავირჩიოთ ისეთი კრიტერიუმები, რომლებსაც შევაფასებთ. კრიტერიუმი უნდა იყოს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 6-7. ასევე ვისწავლეთ  21-ე საუკუნის უნარჩვევების შედეგების და ინდიკატორების შერჩევა.

суббота, 7 марта 2015 г.

დღე 1 (7 მარტი, 2015 წელი)

გავეცანი კურსს, ვისწავლე პროექტის დაგეგმვისთვის აუცილებელი  დოკუმენტები, პროექტის გაკეთების მიზანი და შედეგი.  როგორ უნდა განვახორციელო პროექტი. შევქმენი პორტფოლიო. პორტფოლიოს ჩეკლისტით ვისწავლე რომელი დოკუმენტი რომელ საქაღალდეში უნდა შევინახო. პორტფოლიოს რუბრიკა დამეხმარება შექმნილი დოკუმენტების ხარისხის შემოწმებაში.  შევქმენი ბლოგი.